ჩვენ შესახებ

 

მიზნები

ჩვენ მიზნად დავისახეთ შეიქმნას ელექტრონული ბაზა ქიმიის სწავლების პროცესის გამარტივებისათვის,რომელიც პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მოიცავს მრავალფეროვან ელექტრონულ რესურსს. ქიმიის ბაზით შეიძლება ისარგებლოს როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რომლებიც შეისწავლიან ქიმიას, ისე საშუალო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. ასევე ჩვენი ამოცანაა ჩავატაროთ ონლაინ პრეზენტაციები ჩვენი ქვეყნის (განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების) მოსწავლეებთან, მოვიწვიოთ ისინი ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური ლაბორატორიის კაბინეტში ან როგორც კი საშუალება გვექნება ვეწვიოთ მათ, რათა პირადად გავაცნოთ ქიმიის მიღწევები, სიახლეები, ამოცანები და გავუღვივოთ ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების და კერძოდ ქიმიის მიმართ.

 

 

 

ცენტრის წევრები

ჟუჟუნა პეტრიაშვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი. სერტიფიცირებული პედაგოგი. ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი.

ელ-ფოსტა : zh.petriashvili@gtu.ge ;  ტელ : 598 3800 30

სახელმძღვანელოების და დამხმარე სახელმძღვანელოების, მათ შორის ,,ზოგადი ქიმია’’, ,,General Chemistry’’, ,,ვირტუალური ლაბორატორიული სამუშაოები’’ და სხვა ავტორი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის ქიმიაში. საშუალო სკოლებისათვის დამხმარე სახელმძღვნელოების: ,,ქიმია საატესტატო გამოცდებისათვის’’ და ,,ვირტუალური ლაბორატორიულ-პრაქტიკული სამუშაოები ქიმიაში VIII-IX-X კლასებისათვის’’ ავტორი.

 

რევაზ კლდიაშვილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ქიმიის დეპარტამენტის პროფესორი. სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი.

ელ-ფოსტა : Rezo.kldiashvili@yahoo.com;  ტელ : 57749 50 25

სახელმძღვანელოების და დამხმარე სახელმძღვანელოების, მათ შორის ,,ბიოარაორგანული და ბიორგანული ქიმია’’, ,,ზოგადი ქიმია’’, ,, არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები’’ და სხვა ავტორი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. პოპულარული სახელმძღვანელოების ,,საკვები და მიკროელემენტები’’, ,,წყალი და მისი ხასიათი’’ და სხვა ავტორი. მრავალი მოთხრობისა და პიესის ავტორი.

 

ლელა მეტრეველი. ქიმიის დოქტორი. სერტიფიცირებული პედაგოგი.

ელ-ფოსტა : Lelametreveli@yahoo.com.  ტელ : 599 16 85 73

ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. საშუალო სკოლებისათვის დამხმარე სახელმძღვნელოების: ,,ტესტური ამოცანების კრებული ქიმიაში’’, ,,ქიმია საატესტატო გამოცდებისათვის’’, ,,ამოცანები და სავარჯიშოები ქიმიაში’’ და სახელმძღვანელოს – ,, ქიმია -VIII კლასი’’ ავტორი.

           

ილია სონღულაშვილი. პროგრამისტი.

ელ-ფოსტა :  Ilia.song@mail.ru ;  ტელ : 577 25 13 80

საშუალო სკოლებისათვის დამხმარე სახელმძღვნელოების ,,ვირტუალური სამუშაოები ქიმიაში VIII-IX და IX -X კლასებისათვის’’ თანაავტორი. ვებინარების სერიის: „მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმულაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილებისთვის“ თანაავტორი.

 

გიორგი გაიხარაშვილი. ვებ დეველოპერი.

2011-2017 წ.წ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, უფროსი სპეციალისტი.
2017-2020 წ.წ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპიუტერული ცენტრის უფროსი.

 

 

 

კონტაქტი

 

სტუ; IIკორპუსი, V სართული, ოთახი 501.     

ტელეფონი: 598 38 00 30 ; 

ელ-ფოსტა : zh.petriashvili@gtu.ge